ოხანაშვილი ირწმუნება, რომ პრემიერის დანიშვნას სალომე ზურაბიშვილის ხელმოწერა არ სჭირდება

ანრი ოხანაშვილი, რომელიც ივანიშვილმა იუსტიციის მინისტრის პოსტზე წარადგინა, ამტკიცებს, რომ “ქართულ ოცნებას” ლეგიტიმაცია ქართველმა ხალხმა მისცა და შესაბამისად, პარლამენტის ყველა გადაწყვეტილებაც ლეგიტიმური იქნება.

ამასთან, ოხანაშვილი ირწმუნება, რომ პრემიერის დასანიშნად სალომე ზურაბიშვილის ხელმოწერა საჭირო არ არის.

საქართველოს მთავრობას ლეგიტიმაციას აძლევს ქართველი ხალხი საქართველოს პარლამენტის მეშვეობით. ქართველმა ხალხმა გამოხატა მხარდაჭერა „ქართული ოცნების“ გუნდის მიმართ, საქართველოს პარლამენტს აქვს სახალხო ლეგიტიმაცია და აქედან გამომდინარე, მთავრობას აქვს სრული ლეგიტიმაცია.

სალომე ზურაბიშვილის პასუხი და ხელმოწერა საერთოდ არ არის საჭირო, პრემიერ-მინისტრი ჩაითვლება კონსტიტუციის შესაბამისად დანიშნული, – ამბობს ოხანაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის ლეგიტიმაციას საქართველოს პრეზიდენტი, ოპოზიცია და ევროპელი პარტნიორები არ აღიარებენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share