ევროპარლამენტი უარყოფს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და ”ოცნებას” ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს

ევროპარლამენტი უარყოფს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და მთავრობას  1 წლის განმავლობაში ხელახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებენ – ამის შესახებ ევროპული პარლამენტი პოსტს აქვეყნებს.

28 ნოემბერს ევროპარლამენტმა საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებისა და სავარაუდო არჩევნების გაყალბების შემდეგ, ქვეყანაში გაუარესებული დემოკრატიული კრიზისის შესახებ ხუთი პარტიის – ევროპის სახალხო პარტია (EPP), მწვანეები და სოციალისტებისა და დემოკრატების ალიანსი (S&D), ევროპის კონსერვატორები და რეფორმისტები (ECR), განახლებული ევროპა (Renew Europe) და მწვანეები (Verts/ALE) – მიერ წარდგენილი ერთობლივი რეზოლუცია მიიღო.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share