შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ევროკავშირმა საქართველოს კარი გაუღო, „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ევროპულ მომავალზე უარის თქმა აირჩია

ევროკავშირმა საქართველოს კარი გაუღო, „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ევროპულ მომავალზე უარის თქმა აირჩია, – ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარია სტენერგარდი სოციალურ ქსელში წერს.

„აღმაშფოთებელი ძალადობა მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ საქართველოში. საქართველოს მთავრობამ სიტყვისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებას პატივი უნდა სცეს. ევროკავშირმა საქართველოს კარი გაუღო; „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ევროპულ მომავალზე უარის თქმა აირჩია. შვედეთი ქართველი ხალხის მისწრაფებების მხარდაჭერას გააგრძელებს“, – წერს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share