‘ასე იშლება სისტემა” – მომღერალი მერაბ სეფაშვილი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ხალხის გვერდით დგას.
სეფაშვილს იმედი აქვს, რომ ასეთი მასშტაბური და საქვეყნო პროტესტის შემდეგ მთავრობა უკან დაიხევს და დათმობაზე წავა
”მადლობა მინდა ამ ახალგაზრდებს ვუთხრა ამ თავგანწირვისთვის, ასეთი სიყვარულისთვის თავის ქვეყნის. ამდენი ხალხი, ამდენი დღე ასეთი პროტესტი, რაღაცაზე უნდა წავიდეს მთავრობა და უნდა შევთანხმდეთ რაღაცაზე ესე არ გამოვა.
რა ხდება მათ ტვინში, რა იხარშება ვერ გეტყვით უბრალოდ, რა თქმა უნდა, რაღაცა კბენები არის თავისებურად. თუ გაგრძელდა ამ გზით, შეიძლება რაღაც დათმობაზე წავიდნენ კიდევაც. საჯარო მოხელეები სხვადასხვა დაწესებულებები, ყველანი რაღაცა პროტესტს აცხადებენ. ნელ- ნელა ირღვევა ეს ყველაფერი და მაგონებს ბევრ სიტუაციას, რომელიც მე მახსოვს. 9 აპრილიც მახსოვს, შევარდნაძის პერიოდიც, სააკაშვილის პერიოდიც. ასე იშლება ეს სისტემა. შეიძლება მეტი დრო დაგვჭირდეს. რაც ხდება მიუღებელია, ყველასთვის რუსეთუმეც, რომ იყო ამ ბავშვების რახა-რუხს, რომ უყურებ არ არის ნორმალური”, – ამბობს მერაბ სეფაშვილი.