ლიდერობა ღირსებით? – ამ სათაურით საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე მორიგ ქარდს აქვეყნებს და ირაკლი კობახიძის განცხადებიდან ამონარიდს აზიარებს:
ირაკლი კობახიძე, 2024 წლის 2 დეკემბერი: „საქართველოში არის წაკითხულის გააზრების სერიოზული პრობლემა. როდესაც რიგითი ადამიანი ვერ იაზრებს წაკითხულს ან მოსმენილს, ეს შეიძლება კიდევ იყოს ნაკლები პრობლემა, მაგრამ როდესაც წაკითხულის გააზრება უჭირთ, მაგალითად, კონკრეტულ საჯარო მოსამსახურეებს ან პედაგოგებს სკოლებში, ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ეს, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო დიდი პრობლემაა.“ #ყველაფერიგასაგებია – წერია საელჩოს ქარდის აღწერაში.