გდდ-ის მაღალჩინოსანმა, პოლკოვნიკმა ირაკლი შაიშმელაშვილმა თანამდებობა დატოვა

სპეციალური დანიშნულების რაზმების მიერ მოქალაქეების დარბევისა და ანგარიშსწორების ფონზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ერთიმეორის მიყოლებით ტოვებენ.

ამჯერად, პოსტი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა, პოლკოვნიკმა ირაკლი შაიშმელაშვილმა დატოვა.

ირაკლი შაიშმელაშვილმა ვახტანგ გომელაურს პატაკით მიმართა, რომელიც 2024 წლის 3 დეკემბრით თარიღდება.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის 2 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრო 112-ის თანამშრომელმა და აკადემიის ტაქტიკური მომზადების სამსახურის უფროსმა ინსტრუქტორმა დატოვა.

ტვ პირველი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share