ჩვენს „წარჩინებულ“ საჯარო მოხელეებს და პოლიტიკოსებს რომ ვუყურებ, სულ ერთი ძველი ისტორია, უფრო სწორად კი ამ ისტორიის მთავარი შეკითხვა მახსენედება
ძველ დროში გურიაში ქალის სათხოვნელად მისულ კაცს სასიმამრომ ტრადიციული კითხვა დაუსვა – რა განათლება გაქვს ან რამე ხელობა თუ იციო. სასიძომაც გულწფელად უპასუხა – არაო.
ძაან კი უნდოდა ქალის გათხოვება მარა რა ექნა – ეუფ აი რა მითხარი არაფრის შემძლეს ქალს ვერ გაგატანო.
გაწბილებული სასიძოც უკან გამობრუნდა, ჭიშკართან მივლამდე თავისთვის ჩაილაპარაკა – ვაცის დაკოდვა კი ვიცი მარა მაგას ხომ ვერ ვიტყოდიო. – სად გარბიხარ კაცო მოიცადე რაღაც კი შეგძლებიაო! დაუძახა „გახარებულმა“ სასიმარომ.
წერს სოციალურ ქსელში ოზურგეთელი სამოქალაქო აქტივისტი, კახა ჩავლეშვილი