გურიის მოამბე

ბიძინა ივანიშვილს საცივის და ინდაურის იმედი აქვს – გია ხუხაშვილი

ბიძინა ივანიშვილს საცივის და ინდაურის იმედი აქვს, იმიტომ რომ ადამიანების იმედი აღარ უნდა ჰქონდეს, რადგან მათ მისი დანახვაც აღარ უნდათ – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განაცხადა და აღნიშნა, რომ “ბიძინას ყველაზე მეტად სისტემის ჩამოშლის ეშინია“.

ხუხაშვილის თქმით, “ივანიშვილის ტაქტიკა მარტივია, მას იმედი აქვს, ძალისმიერის შემდეგ, რამენაირად მიაგორებს ინაუგურაციამდე.“

“მაგან იმაზე იფიქროს, რომ საცივში მისი შემორჩენილი, მცირერიცხოვანი მხარდამჭერები ჩაყოფენ თავს და ისინიც განეიტრალდებიან“, – განაცხადა ხუხაშვილმა.

”ერთადერთი გზა, რაც უნდა გააკეთოს ე.წ ხელისუფლებამ, არჩევნების გზაა, მაგრამ ვიცით, რომ ესენი არ გააკეთებენ. ბიძინას ტაქტიკა მარტივია, მას იმედი აქვს, ძალისმიერის შემდეგ, რამენაირად მიაგორებს ინაუგურაციამდე. მერე ახალი წელი მოდის, იმედი აქვს საცივის და ინდაურის, რასაც ქვია, იმიტომ რომ ადამიანების იმედი აღარ უნდა  ჰქონდეს, რადგან მათ მისი დანახვაც აღარ უნდათ. მაგან იმაზე იფიქროს, რომ საცივში მისი შემორჩენილი, მცირერიცხოვანი მხარდამჭერები ჩაყოფენ თავს და ისინიც განეიტრალდებიან.

მას ყველაზე მეტად ეშინია სისტემის ჩამოშლის და ეუბნება, ხალხნო, ცოტა ხანს კიდევ მაცალეთო. მისი დაპირებების პერიოდები სულ უფრო და უფო მცირდება და ასე პატარ-პატარა გადარბენებით, ცდილობს სისტემის სტაბილურობა შეინარჩუნოს“, – დასძინა მან.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share