“მეისპოს ბიძინა” – სურგულაძე

“მეისპე იგივეა, რაც წადი, თავი გაგვანებე, სანამ ძალიან არ გავბრაზდით. მეისპოს, მეისპოს ბიძინა და მისი მოდგმა” – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” წევრმა, ვატო სურგულაძემ გურულების საპროტესტო მარშის დროს განაცხადა.

შეგახსენებთ, დღეს, 19 დეკემბერს, გურულებმა საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს. ისინი, თავდაპირველად, ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ და შემდეგ მარშით პარლამენტთან გადაინაცვლეს.

ცნობისთვის, საქართველოში პროტესტის ტალღამ მას შემდეგ იფეთქა, რაც პრემიერ ირაკლი კობახიძემ 28 ნოემბერს განაცხადა, რომ “ქართულმა ოცნებამ” მიიღო გადაწყვეტილება, “2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი და ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან”.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share