რიტუალური პურები გურიაში
.
კონსტანტინე გვარამაძის მიხედვით, კალნდის დადგომამდე ცხემლისჭრა საღამოს შვიდი სახეობის ხაჭაპური ცხვებოდა – „საკალანდო“, „დედო ხაჭაპური“ ანუ „საფერხავი“, „საჩიჩილაკე“, „სააგუნაო“, „საიმვახშმო”, “სალოცავი“ და „საცხემლიჭრო“, რომელიც რიტუალური ანუ ე.წ. საწესო პურები გახლდათ. ამავე დღეს ცხვებოდასაწესო პურები “ყვნინჩილა”, „ბოკელი“ და „ბასილა“.
.
ყველა ღირშესანიშნავ დღეს ცხვებოდა ე.წ. რიტუალური პური, რომელთა დანიშნულება შემადგენლობა და ფორმა განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან, მათ შორის “ღვიძელი”, “სამჯობინარი”, ქადაპური” (თაფლიანი პური), “იაფოფხი”, “ბოსლობის” კვერი, “მოისარობის” კვერი, „მუხლის კვერი“ და ა.შ.
.
ფოტო ჯულიეტა რუხაძის წიგნიდან – გურია ცოცხალი ისტორიები
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა