ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი სოციალურ ქსელში კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ “კორუმპირებული ბიძინა ივანიშვილი, ჩინეთისა და ირანის მოყვარული და ამერიკის მტერი, ცდილობს საქართველოს დემოკრატია დიქტატურად აქციოს.“
მისი თქმით, “თუ ეს მოხდება, უნდა დავაყენოთ ამერიკა პირველ ადგილზე და შევწყვიტოთ საქართველოს ფინანსური დახმარება“.
”კორუმპირებული ბიძინა ივანიშვილი, ჩინეთისა და ირანის მოყვარული და ამერიკის მტერი, ცდილობს საქართველოს დემოკრატია დიქტატურად აქციოს. თუ ეს მოხდება, უნდა დავაყენოთ ამერიკა პირველ ადგილზე და შევწყვიტოთ საქართველოს ფინანსური დახმარება”, – წერს უილსონი.