ექსპერტი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“ამასობაში ნიკა მელია რეკორდსმენია.
სავარაუდოდ, არ ვცდები და ნიკა მელია ერთადერთი დეპუტატია საქართველოს პარლამენტარიზმის ისტორიაში, რომელსაც ორ წელიწადში ორჯერ მოუხსნეს იმუნიტეტი.
საქართველოში გასაგებია და საინტერესოა, როგორია მსოფლიოში მსგავსი მონაცემი და რამდენი დეპუტატი მოიძიება მსოფლიოში, ვისაც ორ წელიწადში ორჯერ მოუხსნეს იმუნიტეტი”.-წერს გამზარდია.