სოფლებს ელექტროენერგიის მიწოდება დღის ბოლომდე აღუდგება

დიდთოვლობას ამ ეტაპზე გურიაში პრობლემები არ შეუქმნია. თოვლის საფარისგან გზის გაწმენდითი სამუშაოები რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს. ყველა ცენტრალურ გზაზე გადაადგილება თავისუფლად არის შესაძლებელი, იწმინდება შიდა გზებიც დამხმარე ტექნიკით. იმ სოფლებს, რომლებშიც ამ დროისთვის ელექტროენერგია არ არის, დღის ბოლომდე აღუდგება მიწოდება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share