პუტინის მეგობრების წვეულება კახეთში – შაბათის ფორმულას ექსკლუზიური ინფორმაციით, სიღნაღში, ვანო ჩხარტიშვილის სასტუმროში პუტინის მეგობარი, სანქცირებული რუსი ოლიგარქი, რუსეთის რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი, ვლადიმერ იაკუნინი და მისი შვილი, ანდრეი იაკუნინი იმყოფებიან.
სასტუმროში ანდრეი იაკუნინის დაბადების დღეს აღნიშნავენ. მას 200-მდე ადამიანი ესწრება.
ვლადიმერ იაკუნინი პუტინის ომის მხარდაჭერისთვის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სანქცირებული პირია, მისი ვაჟი კი 47 წლის ანდრეი იაკუნინი 2022 წელს ჩრდილოეთ ნორვეგიაში დააკავეს, როდესაც ის დრონით სამხედრო ობიექტებს იღებდა. სანქცირებული რუსი ბიზნესმენები შაბათის ფორმულამ ექსკლუზიურად გადაიღო.