მე არ მომწონს გახარიას გადაწყვეტილება, ვერ გავიგე, რატომ გადადგა, რას გაერიდა, ნაცებთან დაპირისპირებას? – ამის შესხებ განცხადებას რეჟისორი ქეთი დოლიძე აკეთებს.
ქეთი დოლიძე აცხადებს, რომ “ნაციაოანლურ მოძრაობას” ჩადენილ დანაშაულს არასოდეს არ აპატიებს.
“მე “ნაცებს” არასდროს ვაპატიებ ჩადენილ დანაშაულებს. რა შერიგება, რის შერიგება? მაგათი სახსენებელი საერთოდ უნდა მოისპოს საქართველოში!
ძალიან გული დამწყვიტა გახარიამ, მაგრამ მიხარია, ღარიბაშვილი რომ მოდის – საქართველოს მისნაირი ძლიერი ხელი უნდა მართავდეს.
მკვლელები და დამნაშავეები სათანადოდ უნდა დაისაჯონ. ნიკა მელიამ რატომ მოიხსნა სამაჯური? რატომ არ იხდის გირაოს თანხას?! იმიტომ, რომ უნდა აქ ერთი ორომტრიალი დაატრიალოს. სულით და ხორცით სადისტი სააკაშვილი კიევიდან გეგმავს რევოლუციას. ძალიან ცუდია, რომ სააკაშვილის რეჟიმი დღემდე არ არის გასამართლებული. რატომ ატარებენ ეს მტარვალები დეპუტატების სტატუსს და რატომ ვუხდი ჩემი ჯიბიდან ხელფასს?!”, – განაცახა ქეთი დოლიძემ “კვირის პალიტრასთან”.