„პარვუს ჯგუფი“ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში აგრძელებს სხვადასხვა ინიციატივების მხარდაჭერას და თემის სკოლების გაძლიერებაზე ზრუნვას. კომპანიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია განათლებისა და ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობა ახალგაზრდებში.
შემოქმედის საჯარო სკოლამ 2025-2026 სასწავლო წელი ჯანსაღი ცხოვრების წლად გამოაცხადა და გარკვეული აქტივობები დაგეგმა მოსწავლეთა, მათი ოჯახის წევრების და პედაგოგების მონაწილეობით.
კამპანიის მხარდაჭერა „პარვუს ჯგუფმა“ საკუთარ თავზე აიღო და შემოქმედის საჯარო სკოლას სპორტული ინვენტარი გადასცა. სკოლის მოსწავლეები უკვე შეძლებენ უფრო აქტიურად და სრულფასოვნად ჩაერთონ სპორტულ აქტივობებში, რაც ხელს შეუწყობს როგორც მათ ფიზიკურ განვითარებას, ასევე გუნდურობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.
„ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივ ბავშვებს შევუქმნათ უკეთესი პირობები სწავლასა და განვითარებაში. დაუფიქრებლად გამოვეხმაურეთ სკოლის ინიციატივას ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაზე, ვხედავთ, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს მათთვის სპორტს, ამიტომ გადავწყვიტეთ, დავხმარებოდით სკოლას ახალი, ხარისხიანი სპორტული ინვენტარით,“ – აცხადებენ „პარვუს ჯგუფში“.
„პარვუს ჯგუფი“ უკვე რამდენიმე წელია ახორციელებს სოციალური პასუხისმგებლობის პროექტებს თემში, მათ შორისაა – საგანმანათლებლო მხარდაჭერა, კულტურული ღონისძიებები და თემში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. კომპანიის თქმით, ისინი მომავალშიც გააგრძელებენ თემში სკოლების დახმარებას.