ჰელსინკის კომისია: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გაათავისუფლოს ნიკა მელია


ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისია საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და ხელისუფლებას ნიკა მელიას გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

კომისიის განცხადებაში ნათქვამია, რომ შტურმი ნაციონალური მოძრაობის ოფისზე და პარტიის თავმჯდომარის დაკავება დემოკრატიულ პროგრესს არ შეესაბამება.

“საქართველოს, როგორც “ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციის” მონაწილე სახელმწიფოს, დემოკრატიული ინსტიტუტების, ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის პატივისცემის ერთგულება აქვს გაცხადებული.

მოწინააღმდეგე პოლიტიკური პარტიის მთავარ ოფისზე თავდასხმა და მისი ლიდერის თვითნებურად დაკავება დემოკრატიულ პროგრესს არ შეესაბამება. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გაათავისუფლოს ნიკა მელია, განმუხტოს კრიზისი და ხელახლა ჩაერთოს დიალოგში აგრესიის ნაცვლად”, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ: სენატორი როჯერ უიკერი; სენატორი ბენ კარდინი; კონგრესმენი ელსი ჰეისტინგსი; კონგრესმენი ჯო იულსონი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share