დისტრიბუტორთა ასოციაციაში ამბობენ, რომ მიმდინარე პოლიტიკური პროცესები პროდუქტების გაძვირების წინაპირობას ქმნის.
ბიზნესგაერთიანების ხელმძღვანელი, ივა ჭყონია ამბობს, რომ გაძვირებულია საწვავი, ასევე მომატებულია ფასები გაზსა და ელექტროენერგიაზე. ჯამში ეს ყველაფერი ნეგატიურად აისახება პროდუქტების ფასზე და ამას მოსახლეობა სულ მალე ჯიბეზე იგრძნობს.
„არასტაბილური პოლიტიკური გარემო გაურკვევლობაში და მძიმე მდგომარეობაში აგდებს ბიზნესს,რომელიც კოვიდ პანდემიამ ისედაც საკმაოდ დაასუსტა“,- აცხადებს ჭყონია.
მისი თქმით, აუცილებელია, რომ შესაბამისმა სტრუქტურებმა ბიზნესის დასახმარებლად რესურსები გამონახონ.