სკოლებში სადაც საარჩევნო უბნებია გახსნილი სწავლა შეწყდება – მინისტრი

სკოლებში სადაც საარჩევნო უბნებია გახსნილი სწავლა დროებით შეწყდება. განცხადება ამის შესახებ განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

ჩხენკელის ინფორმაციით, მომავალი კვირის ოთხშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს, მოსამზადებელი სამუშაოების მიზნით, სკოლები დაიხურება და სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება.

როგორც იცით, საარჩევნო უბნები განთავსებულია ზოგიერთ სკოლაში და იმ სკოლებში, სადაც არის საარჩევნო უბანი, არჩევნებისთვის მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარების გამო, მომავალი კვირის ოთხშაბათს, ხუთშაბათსა და პარასკევს აღნიშნული სკოლები გადავლენ დისტანციურ რეჟიმში” – ამბობს ჩხენკელი.

შეგახსენებთ, საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში 31 ოქტომბერს ჩატარდება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share