კორონავირუსთან ერთად გატარებული 365 დღე

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან 1 წელი გავიდა. ვირუსთან ბრძოლის გზა დღეს ვაქცინაციაზე გადის – საქართველოში ვაქცინის შემოტანის დრომ რამდენჯერმე გადაიწია.
ერთი წლის განმავლობაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 270 000-ს აჭარბებს, ვირუსს ემსხვერპლა 3400-ზე მეტი ადამიანი.
 ქვეყანას პანდემიასთან ერთად ცხოვრების ერთმა წელმა ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისი მოუტანა. კორონავირუსთან ბრძოლა წინააღმდეგობრივი და რიგ შემთხვევებში ალოგიკური იყო – ის წარმატება, რასაც საკუთარ გონივრულ მოქმედებებს მიაწერდა ხელისუფლება წლის დასაწყისში, შემოდგომიდან ეპიდემიამ ნაბიჯ-ნაბიჯ გაანადგურა.
https://www.radiotavisupleba.ge/
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share