ქალაქ ოზურგეთში ერთ-ერთ პრესტიჟულ სუპერმარკეტში ქურდობის ფაქტზე იმერეთში მოღვაწე კერძო აუდიტი, პოლიციამ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის ყოფილ გამგებელთან, ამჟამად დაცვის კოპმპანია “მგლების” ერთ-ერთ ხელმძღვანელთან ერთად, დააკავა.
ამის შესახებ “გურიის მოამბეს” თვითმხილველებმა აცნობეს.
ორთავემ ერთად სუპერმარკეტიდან დიდი ოდენობით ალკოჰოლური სასმელები და სურსათ სანოვაგე მოიპარეს.
პოლიციასთან დაახლოებული წყაროს ცნობით, გამოძიებამ ორივე ხელწერილით გაანთავისუფლა.
“გურიის მოამბეს” რამდენიმე წუთის წინ გავრცელებულ ამ ინფორმაციაში საუბარი იყო თითქოს ერთერთი დაკავებული სახელმწიფო აუდიტის თანამშრომელია.
თუმცა ინფორმაციის სახელმწიფო აუდიტში გადამოწმების შედეგად გაირკვა რომ დაკავებული მ.გ-ძე, არა სახელმწიფო აუდიტის თანამშრომელია, არამედ კერძო აუდიტორულ ფირმას ხელმძღვანელობს.
ამ შეცდომის გამო რედაქცია გამოთქვამს წუხილს.