რას იგონებს ექვთიმე თაყაიშვილი, ნოე ჟორდანიაზე

 

წმინდანად შერაცხული ექვთიმე თაყაიშვილი, საქართველოს საგანძურის მცველი, კონსტანტინე გამსახურდიასეულად კი, „საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი“ თავის მოგონებებში 1921 წლის 22 ივლისს აღწერს. ეს სწორედ ის დღეა, როცა ნოე ჟორდანიამ ღვთისკაცს ეკლესია-მონასტრების ქონების აღმწერი კომისიის თავმჯდომარეობა დააკისრა.

 

როგორც მისი მოგონებებიდან ხდება ცნობილი, ამ პასუხისმგებლობამ ძალიან გაახარა. ექვთიმე არა მხოლოდ ეკლესია-მონასტრების ქონებას აღწერდა, ქართული ქრისტიანული ტაძრების ფოტოებსაც თავად იღებდა, ასე შეიქმნა ექვთიმეს ფოტო ფონდი და ასე შემორმორჩა საქართველოს უნიკალური საგანძური…

 

ეროვნული გმირისა და წმინდანად შერაცხული ექვთიმეს მოგონებას, მის მიერ გადაღებულ ფოტოსთან ერთად გვერდი ექვთიმე თაყაიშვილი აქვეყნებს:

 

“22 ივლისი იყო, როცა ნოე ჟორდანიამ საპასუხისმგებლო და ჩემთვის დიდად სასიხარულო რამ დამაკისრა: ეკლესია-მონასტრების ქონების აღმწერი კომისიის თავმჯდომარეობა, რაც ნიშნავდა რომ ეკლესია-მონასტრების მდგომარეობისა და სიძველეების აღწერა უნდა მეკეთებინა.

 

დავიწყე ისევ სიძველეთა გამოკვლევა, როგორც მჩვევია, ხეტიალი ჩემი ძვირფასი საქართველოს გარშემო!ეს ცაიშის ღვთისმშობლის ტაძარია, ჩემ მიერ ფოტოგრაფირებული…” – წერდა ექვთიმე თაყაიშვილი.

 

ცაიშის ღვთისმშობლის მონასტერი (XIII – XVII სს.) ექვთიმე თაყაიშვილის ფოტოფონდი
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share