რა გამოწვევების წინაშე დააყენა კოვიდ-პანდემიამ და რა ასწავლა ონლაინ სწავლებამ; როგორ აფასებს 2020 წელს და რაზე ფიქრობს ყველაზე ხშირად – ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge გია გოგუაძის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურის საჯარო სკოლის დირექტორის, თამარ ყურაშვილის ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ:
- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა...
– რომ თავისუფლების სიდიადე შეუფასებელია. ყველაზე ღირებული ადამიანური ურთიერთობებია და მხოლოდ სიყვარული და მიტევება გადაგვარჩენს.
– ონლაინ სწავლებამ გვასწავლა…
– ფორსმაჟორის დროს, ალტერნატიული გზების მოძიება; სწავლების ფორმების მოდიფიცირება; ციფრული და მედია-წიგნიერების დაუფლების გარდაუვალობა.
– 2020 წელს დავახასიათებდი…
– ადამიანური ფსიქიკის ფორმირების, მორალური და ფიზიკური გამძლეობის გამოცდის, ახალი უნარებისა და შესაძლებლობების აღმოჩენის ეპოქა.
– მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია…
– მოსწავლის სიყვარული და პროფესიული მრწამსის მდგრადობა – „აქ ვდაგვარ და სხვაგვარად არ ძალმიძმს“.
– მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს…
– არც არაფერი… „ყველანი ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ“…
– მშობლებს ვურჩევდი…
– ასწავლეთ შვილებს: მადლიერება, ადამიანების სიყვარული და განსხვავებული აზრის პატივისცემა; ასწავლეთ, რომ ცხოვრება წარმატებისა და მარცხის მონაცვლეობაა და ამ დროს იზრდებიან – საგნებს მასწავლებლები შეასწავლიან.
– ყველაზე ხშირად ვფიქრობ…
– როგორ დალაგდება ყველაფერი პანდემიის შემდეგ… „ომი დამთავრდა, გეშინოდეთ მშვიდობის“!..
წყარო “ეტალონი”