„ჩემი ცოლის დაქალების“ პრომო გავრცელდა – რომელ სახეებს ნახავთ სერიალში

სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ დაწყების თარიღი უკვე ცნობილია. სოციალურ ქსელში, სერიალის გვერდზე მე-17 სეზონის პრომოც გამოჩნდა.

როგორც პრომოდან ვიგებთ, სერიალს ძველი სახეები უბრუნდებიან, კერძოდ კი პერსონაჟები „თენგო“ და „მერაბი“. სერიალის პრომოში ასევე ჩანს ანი ჩირაძეც, რომელიც „ჩიკას“ როლს ასრულებს.

სერიალი 13 მარტს იწყება, იგი ეთერში ყოველ შაბათ-კვირას გავა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share