ყველაზე ცნობილი ქართველი დედა-შვილები

დედა ყველა ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე მთავარი ადამიანია. დედის დღესთან დაკავშირებით კი გადავწყვიტეთ გაგახსენოთ ცნობილი დედები და მათი ასევე ცნობილი შვილები:


ეკატერინე ჭავჭავაძე და სალომე დადიანი

სამეგრელოს სამთავროს უკანასკნელი დედოფალი, ალექსანდრე ჭავჭავაძის ასული ეკატერინე ჭავჭავაძე 1839 წელს ცოლად გაჰყვა სამეგრელოს მთავრის მემკვიდრეს დავით ლევანის ძე დადიანს. აქტიურად მონაწილეობდა სამთავროს მართვა – გამგეობაში. 1853 წელს, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, მემკვიდრის, ნიკოს სრულწლოვანებამდე, რუსეთის იმპერატორმა ეკატერინე დადიანი რეგენტად დაამტკიცა.

ჭავჭავაძის ქალიშვილი სალომე დადიანი (1848-1913) ზუგდიდში დაიბადა.. 1857 წელს, როცა სალომე ჯერ კიდევ ბავშვი გახლდათ, სამეგრელოს მართვის სადავეები რუსეთის იმპერიამ აიღო ხელში, რასაც ათიოდე წლის შემდეგ სამთავროს ოფიციალური გაუქმება მოჰყვა. ამის შემდეგ სალომეს დედა, ეკატერინე, რომელმაც სალომეს ძმის, ნიკოს, მეურვის სტატუსით ეს პროვინცია ოთხი წლის

მანძილზე მართა, ოჯახთან ერთად სამეგრელოდან გაემგზავრა და ჯერ სანკტ-პეტერბურგში დასახლდა, შემდეგ კი საცხოვრებლად საფრანგეთსა და გერმანიაში გადავიდა.
პარიზში ეკატერინეს შვილები – სალომე, ნიკო და უმცროსი ძმა ანდრია – ფრანგი არისტოკრატების წრეში ტრიალებდნენ. ეკატერინემ იცოდა, თუ როგორ მოეხდინა შთაბეჭდილება. საზოგადოებაში მას ყოველთვის ტრადიციულ ქართულ სამოსში გამოწყობილი სეფე-ქალები ახლდნენ და თავი მუდამ მედიდურად ეჭირა, როგორც ეს იდუმალი აღმოსავლური ქვეყნის სამეფო ოჯახის წარმომადგენელს შეეფერებოდა.
1868 წელს 21 წლის ასაკში სალომე საფრანგეთის საიმპერატორო ოჯახის წევრს, შარლ ლუი ნაპოლეონ აშილ მიურატს (1847-1895) მისთხოვდა. მათი ქორწინება პარიზში წლის მოვლენად აღიარეს.

ვერიკო ანჯაფარიძე და სოფიკო ჭიაურელი

“ჩემთვის ის არც პოპულარული, არც ყველაზე პოპულარული და არც გენიალური მსახიობი არ იყო. ის იყო დედა. როგორც დედათქვენია თქვენთვის, ისე იყო ჩემთვის ვერიკო… ძალიან მიყვარს “დისქავერის” გადაცემები. ამას წინათ ვუყურებდი ფილმს თუთიყუშებზე, გავგიჟდი, როგორ უვლის დედა-თუთიყუში ამ თავის პატარა თუთიყუშებს…

სულ ვცდილობდი, რომ არ დავმსგავსებოდი, არ ეთქვათ, აი, დედას ბაძავსო. სულ მინდოდა, რომ სხვანაირი, დედისგან განსხვავებული ვყოფილიყავი. ასე იყო პირველივე როლიდან, ჩემი პირველი როლი, ჰარა “ბაფთიან გოგონაში” – ეს იყო ჩემი პასპორტი, რომ მე, როგორც მსახიობს, არაფერი არ მქონდა საერთო ვერიკო ანჯაფარიძესთან”, – ამბობდა სოფიკო ჭიაურელი.

მედეა ჩახავა და მაკა მახარაძე

საქართველო სახალხო არტისტის მედეა ჩახავა შეუდარებელი მსახიობი, დედა და ბებია იყო. რეჟისორი მიხეილ თუმანიშვილი ამბობდა:

“გავიდა მრავალი წელი და მედიკო ჩახავას სახელი ჩემთვის იქცა თეატრალური სიყმაწვილის ძვირფას, საყვარელ მოგონებად. ბევრი რამ, რასაც რუსთაველის თეატრში ვაკეთებდი, უშუალოდ იყო დაკავშირებული მის სახელთან. ჩვენ თანამოაზრენი, მეგობრები ვიყავით, ჩვენ ვიყავით თანაავტორები ბევრი დაუვიწყარი ნამუშევრისა. მედიკო ცვილივით დამყოლი და ელასტიური, აღსავსე ლირიზმით, იუმორითა და უსაზღვრო ქალურობით, ხორცს ასხამდა ჩემს ყოველ ჩანაფიქრს.”

“ჩემი ყველაზე დიდი სიმდიდრე, ჩემი შვილები შვილიშვილები და შილთაშვილებია. თემური, მაკა ივიკო, მათი შილები, შვილიშვილები – ეს ნამდვილი სასწაულია, მესამე მეოთხე თაობას მოვესწარი. ჩვენი დიდი ოჯახის წევრები იყვნენ სოფიკო და მისი შვილებიც, – ამბობდა ქალბატონი მედეა. ქალბატონმა მედეამ მთელი თეატრალური დიანსია დაუტოვა ქვეყანას თავისი შთამომავლობის სახით. მისი ქალიშვილი მაკა სულ პატარა აღმოჩნდა გადასაღებ მოედანზე, შემდგომ ბალერინობა გადაწყვიტა, თუმცა რამდენიმე ფილმში მოუხდა თამაში. მაკას ქალიშვილი ნატა მურვანიძეც წარმატებული მსახიობია.

მარინა თბილელი და ბაია დვალიშვილი

“არ იყო მისი შვილობა ადვილი ამბავი, ის იყო წარმატებული, ლამაზი ენერგიული და ძალიან ფერადი. ამ ყველაფერში ვიყავი მე, რომელიც ვიყავი ძალიან გამხდარი და პათოლოგიურად მორცხვი. ჩვენს სახლში სადაც კარი არ იკეტებოდა, სულ სუფრა იყო გაშლილი. დედაჩემმა იცოდა ხმამაღლა სიცილი, ხმამაღლა ლაპარაკი, სულ ორომტრიალი იყო, მე კუთხეში ვიჯექი და ფრჩხილებს ვიკვნიტავდი, იმიტომ რომ ძალიან მორცხვი ვიყავი. მარინა ამ ყველაფერს ყურადღებას არ აქცევდა, ის ყველაფერს განაგებდა” – იხსენებს შეუდარებელ მსახიობს მარინა თბილელს შვილი ასევე ცნობილი მსახიობი და ტელეწამყვანი ბაია დალიშვილი

ნანი ბრეგვაძე და ეკა მამალაძე

“არსებობენ კარგი მომღერლები, ძალიან კარგი მომღერლები და ნანი ბრეგვაძე” – ამბობენ ქართველ საესტრადო მომღერალ ნანი ბრეგვაძეზე, რომელმაც უამრავი ქვეყნის სცენა დაიპყრო. თუმცა როგორც აღმოჩნდა ის შვილზე, ასევე მომღერალ ეკა მამალაძეზეა დამოკიდებული. კვირის პალიტრასთან ინტერვიუში ამბობს:

“ძალიან მიყვარს სახლის დალაგება. კიდევ ჭურჭლის რეცხვა. კარტოფილს ვწვავდი არაჩვეულებრივად. დედაჩემი საუკეთესო მზარეული იყო. ახლაც სულ ვადარებ მისნაირად თუ ამზადებს ვინმე. ის რომ ბადრიჯანს აკეპავდა ნიგოზში… დედა სულ მანებივრებდა. ავად რომ გახდებოდა, მამას ეუბნებოდა, გიგა, არ დატოვო ბავშვი მშიერიო. ხომ იცით, კაცებს გემრიელი ხელი აქვთ. ახლა ეკას აქვს კარგი ხელი, ყველაფერი ეხერხება: სახლის დალაგება, ყიდვა, მოტანა, რემონტი, სადილი, ქსოვა… როლები გავცვალეთ – ახლა ეკაა ჩემი დედა და მე მისი შვილი ვარ. თვალის ოპერაცია გავიკეთე. არ იცით, რა ხდებოდა… ეკა ამ დროს ნატალიასთან იყო ნიუ-იორკში. მარტო რომ არ ვყოფილიყავი, ჩემი შვილიშვილები, ხან ერთი ბიჭი მითევდა ღამეს, ხან – მეორე.”

ბელა მირიანაშვილი და ნანუკა ხუსკივაძე

ბელა მირიანაშვილი ძველი თაობის ქართველ მსახიობთაგან ერთ-ერთი საუკეთესოა. მაშინ, როცა ბელა მირიანაშვილი კახი კავსაძეს ცოლად გაჰყვა, ნანუკა პირველი ქორწინებიდან უკვე ჰყავდა.

“ბელა სახლში იყო გენერალი. ჩვენ მას გენერალს ვეძახდით. ბრძანებებს არ იძლეოდა, თუმცა რაღაც იყო ისეთი ჰაერში, მოკლედ რომ ვთქვათ ვემორჩილებოდით. ყველაზე ჭკვიანი იყო ჩვენს სახლში და ვიცოდით რომ მისი რჩევა თუ მოთხოვნა უნდა შესრულებულიყო. თუმცა არ უყვარდა ეს სახელი და ამას ჩვენზე კარგი იუმორითვე პასუხობდა. ის იყო ძალიან მაგარი მეგობარი და იმედი. თავისი ბოხორა დაბალი ხმით ერთხელ მითხრა: თუ შენ წელს ვერ მოხვდები თეატრალურ ინსტიტუტში, მაშინ აღარც იფიქრო რომ იქ ჩააბარებო და ეს ჩემთვის იყო კანონი. დინჯად და მშვიდად ადევნებდა თვალყურს ჩემს გამოცდებს. ალბათ სადღაც არც უნდოდა რომ მსახიობი ვყოფილიყავი” – გაიხსენა ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში მსახიობმა ნანუკა ხუსკივაძემ.

ეკა კახიანი და ნინი ბადურაშვილი

ცნობილი მსახიობის იმედო კახიანის ქალიშვილის, ეკა კახიანის სამომღერლო კარიერა ადრეულ ბავშვობაში, ანსამბლ “მზიურში” დაიწყო, პროფესიით მსახიობია და არაერთი როლი აქვს შესრულებული თეატრსა თუ სატელევიზიო სერიალებში. ასევე პოპულარული მომღერალია მისი ქალიშვილი ნინი ბადურაშილიც.

თამრიკო ჭოხონელიძე და მარიამ როინიშვილი

მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე საზოგადოებამ ეკა კახიანთან, თამარ გვერდწითელთან და სხვა იმ ბავშებთან ერთად გაიცნო, რომლებიც ანსამბლ “მზიურში” მღეროდნენ. მისი ქალიშვილი მარიამ როინიშვილიც პატარა ასაკიდან სცენაზე დგას.

ნინო ცქიტიშვილი და თაკო ნაცვლიშვილი

სამოდელო სააგენტო LOOK MODEL-ის დამფუძნებელი, თავის დროზე წარმატებული მოდელი ნინო ცქიტიშვილი დღეს უკვე წარმატებული ბიზნესლედია. სამოდელო სფეროში უკვე წარმატებული საერთაშორისო კარიერა აქვს მის ქალიშვილს თაკო ნაცვლიშვილს, რომელიც არაერთი წამყვანი მოდის სახლის სახეა.

“თაკო დამოუკიდებელი ადამიანია, თუმცა გადაწყვეტილებებს ყოველთვის ერთად ვიღებთ, ხშირად ვაძლევ რჩევებს. ვფიქრობ, შვილებთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს, თუმცა გარკვეულ საკითხებში სიმკაცრესაც ვიჩენ. ვცდილობ, ბავშვები არაფერში შევზღუდო და არჩევანის თავისუფლება მივცე”- ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში ნინო ცქიტიშვილი.

მაია ჯაბუა და ლიზა ყენია
კიდევ ერთი ცნობილი დედა-შვილია მომღერალი მაია ჯაბუა და მისი ქალიშვილი ლიზა ყენია. მაია ჯაბუას სამომღერლო კარიერაც “მზიურიში” დაიწყო. ლიზა ყენიაც დედის კვალს გაჰყვა, ის მღერის, თუმცა ასევე ძალიან პოპულარულია სოციალურ ქსელებში და მას ათასობით “მიმდევარი” ჰყავს “ინსტაგრამზე”.
“კვირის პალიტრა”
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 100
    გინეკოლოგი, რომელიც ბავშვებს ყიდდა, საფლავში გაცოცხლდა – ოზურგეთში მომხდარი შემზარავი ამბავინანა დოლიძე ოზურგეთელი გახლავთ, ის უკვე საკმაოდ მოხუცია. პროფესიით ექიმი გახლავთ, მაგრამ ახლა პენსიონერია. უამტავი ამბავი ახსოვს, რაც ოზურგეთსა და მის ახლო სოფლებში ხდებოდა.   ქალბატონმა ნანამ „პრაიმტაიმს“ ექსკლუზიურად ორ ამბავს მოუყვა.   – რასაც ახლა გიყვებით, შეიძლება ბევრს არ მოეწონოს, მაგრამ გადავწყვიტე, მაინც ვთქვა. ნამდვილი ამბავია და მოხდა ოზურგეთში,…
    Tags: და, რომ, იყო, არ, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები
  • 99
    დეკანოზი თადეოზ სარალიძეს გარკვეული ვადით საეკლესიო სასჯელად მონასტერში განწესება დაედო საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს ინფორმაციას: ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მღვდელმსახურს, დეკანოზ თადეოზ სარალიძეს გარკვეული ვადით საეკლესიო სასჯელად (ეპიტიმია) მონასტერში განწესება დაედო.  ცნობისთვის, საკვირაო ქადაგებისას დეკანოზმა თადეოზ სარალიძემ კორონავირუსზე, ვაქცინაციასა და ბავშვების ინფიცირებაზე ისაუბრა და განაცხადა „ბავშვი თუ პარაზიტია, არ ჯობია, პატარა მოკვდეს და სასუფეველში წავიდეს?! ნუ გეშინიათ ბავშვებო, თქვენ…
    Tags: და, არ, რომ, იყო, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები
  • 99
    რატომ არუნდა გვიყვარდეს საბჭოთა კავშირი"ბოდიში მინდა მოვუხადო ახალგაზრდა მკითხველს, თუ მათ ჩემი თხრობა ან მისი ნაწილი ბოდვა ეგონებათ. ჰგავს, მაგრამ მაშინ ასეთი ცხოვრება იყო. 1981 წელს, ასპირანტურის შემდეგ, მოსკოვიდან ას კილომეტრში, სპეციალურად მეცნიერებისათვის აშენებულ პატარა ქალაქ პუშჩინოში დავიწყე მუშაობა – საბჭოთა მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთ ინსტიტუტში. ძალიან ბევრს ვმუშაობდი, დღეში 14 საათი გამომდიოდა. ჩემი ხელმძღვანელი…
    Tags: და, არ, რომ, იყო, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები
  • 99
    "ვისაც ყველაზე ნაკლებად ვაინტერესებდი, იმაზე ვიქორწინე, მადლობა უფალს""ჩემს ბიჭთან ურთიერთობა არ წყდება, ყოველ საღამოს მასთან ურთიერთობით ვწვები..."   ტარიელ ხარხელაური 75 წლისაა. "ხანდახან ვფიქრობ, განა მართლა დავიმსახურე ეს სიყვარუ­ლი? ასეთი განუსაზღვრელი ოდენობით?.. ეს სიყვარული ჩემთვის სულიერი საზრდოა, სხვაგვარად 75 წელი, აქედან 60 წელი კალამთან ურთიერთობით, არ არის ადვილი, ვერ გაძ­ლებდი" - გვითხრა მან, როცა მივულოცეთ... ბევრ თემაზე ვისაუბრეთ,…
    Tags: არ, და, რომ, იყო, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები