“ძვირფასო ქალებო და გოგოებო, საერთოდ ნუ გათხოვდებით,არ ღირს ამდენ ტანჯვად არაფერი”

უფლებადამცველი ბაია პატარაია გურჯაანში მშობლების კონფლიქტის დროს 8თვის ჩვილის გარდაცვალების  საკითხს  ეხმიანება და სოციალურ ქსელში წერს: “ცოლის ცემისას კაცს 8 თვის ბავშვი შემოაკვდა, რომელიც დედას ხელში ეჭირა – საქართველო, 2021.

პ.ს. შემოაკვდა რა… მოკლა.
ძვირფასო ქალებო და გოგოებო, საერთოდ ნუ გათხოვდებით, თუ თავის რჩენა და დამოუკიდებლად ცხოვრების საშუალება არ გაქვთ, რომ ვიღაც მანიაკის ტყვეობაში არ აღმოჩნდეთ მთელი ცხოვრებით გამწარებულები. არ ღირს, მართლა არ ღირს ამდენ ტანჯვად არაფერი”.-წერს პატარაია.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share