გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს! ამ დღის სიმბოლურად აღნიშვნასთან ერთად, ჩვენი ამოცანაა, უზრუნველვყოთ თანასწორობა ყოველდღიურ ცხოვრებაში, შევქმნათ თანაბარი შესაძლებლობები და თანასწორი მომავალი.
გენდერული თანასწორობა საქართველოს კონსტიტუციით გაცხადებული ღირებულებაა. ეს თავის მხრივ ყველა დონეზე და ყველა სფეროში ქალთა ინტერესების და საჭიროების გათვალისწინებას გულისხმობს. ყველაზე მნიშვნელოვანი კი, ქალთა ხმის გაძლიერებაა! ვინაიდან, ქალთა ჩართულობა და როლი ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესია. გენდერული თანასწორობის გაძლიერებით, ჩვენ ვქმნით უკეთეს მომავალს ჩვენი ქვეყნისთვის.
სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი სახოკია