“მთავარი არხის” ექსკლუზივი: ჯგუფური ანგარიშსწორება პოლიციელზე

“მთავარის” ექსკლუზივი შიდა ქართლიდან – ჯგუფური ანგარიშწორება პოლიციელზე, რომელშიც “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული პირები ფიგურირებენ.

10-მდე კაცი პოლიციელს სასტიკად გაუსწორდა. სამართალდამცველმა იმდენად მძიმე დაზიანებები მიიღო, რომ მისი ჰოსპიტალიაცია გახდა საჭირო. “მთავარმა” მოიპოვა კადრები, სადაც ჩანს ეს მძიმე ინციდენტი.

შემთხვევა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმაში მოხდა. პოლიციელი, რომელსაც ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა, კლინიკიდან გუშინ გამოწერეს.

რაც შეეხება თავდამსხმელებს, პოლიციელს თავს დაესხნენ “ოცნების” კოორდინატორის ნათესავები, რომლებსაც სამართალდამცველმა შენიშვნა მისცა მანქანით დიდი სიჩქარით გადაადგილების გამო.

ამ შენიშვნას დაპირისპირება მოჰყვა, რის შემდეგაც პოლიციელი კლინიკაში გადაიყვანეს.

პოლიციელზე თავდასხმის გამო დაკავებული ორი პირი საპროცესო გარიგებით გაათავისუფლეს. ცნობილი ხდება, რომ დაზარალებული პოლიციელი იგოეთის განყოფილებაში მუშაობს.

წყარო

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share