დავით ზურაბიშვილი, პოლიტიკოსი:
“როგორ ამოვიცნოთ ჭეშმარიტი ქოცი? როგორ და რუსულად უნდა დაათვლევინო სამამდე და “რაზ, დვა, ანტონი” თუ თქვა, ეგაა”-ასე გამოეხმაურა პოლიტიკოსი დავით ზურაბიშვილი ბერას კომენტარს, რომელიც ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით “იმედის” ეთერში გააკეთა.
მომღერალმა ბერა ივანიშვილმა 9 მარტს ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა, რომ თუ ვინმე მის ოჯახს შეეხება, პასუხს დღესაც აუცილებლად მოსთხოვს. “მე დღესაც აბსოლუტურად იგივე პოზიციაზე ვდგავარ და პირდაპირ ვიტყვი – თუ ვინმე დედას შემაგინებს, თუ ვინმე ჩემს ოჯახს შეეხება, რაც ჩემთვის ყველაზე წმინდა და ყველაზე ღირებულია, მე ასეთ ადამიანს აუცილებლად პასუხს მოვთხოვ დღესაც”,- განაცხადა ბერა ივანიშვილმა.