გომისმთაზე- 24 წლის ბიჭი გაიყინა, მძიმეა ორი ახალგაზრდას მდგომარეობა.
გუშინ გომისმთაზე ბოხვაურიდან 4 ბიჭი, რომლებიც ფეხით წავიდნენ ე.წ “ვახტანგის საცივთან”, რომელიც კურორტამდე ორ კილომეტრშია, თოვლმა და ქარბუქმა მოუსწროთ. ერთ-ერთი მათგანი 24 წლის ბიჭი გაიყინა. მაშველებმა დანარჩენის გადარჩენა შეძლეს, თუმცა ორი მათგანის მდგომარეობა მძიმე.
,,შემოსულია შეტყობინება რომ გომის მთაზე ერთი ადამიანია გაყინული. მობილიზებულია 10 კაციანი სამაშველო ჯგუფი.”- აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.