კურორტ გომისმთაზე ახალგაზრდების საპოვნელად სამაშველო სამუშაოები გრძელდება. მაშველები ფეხით გადაადგილდებიან, რადგან ტექნიკით მოძრაობა აღნიშნულ მონაკვეთზე ჭირს.
როგორც მაშველები ამბობენ ახალგაზრდების ხმა უკვე გაიგონეს ანუ შემთხვევის ადგილთან ახლოს არიან.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილით ახალგაზრდა მამაკაცმა სამაშველო სამსახურში დარეკა, ის შველას ითხოვდა. ოთხი ბოხვაურელი ახალგაზრდა გუშინ გომისმთაზე სანადიროდ წავიდნენ, მაგრამ ქარბუქში მოხვდნენ. წინასწარი ინფორმაციით დაღუპულია 24 წლის ახალგაზრდა მამაკაცი. ორის მდგომარეობა კი მძიმეა.