ვინ არიან გომის მთაზე გადარჩენილი 20 წლის ბიჭები

გომის მთაზე დაკარგული სამი ახალგაზრდა ცოცხალია, ის ინი სამაშველო სამსახურს, ამ წუთებში მანქანებით საავადმყოფოში მიყავთ. ნაპოვნ ახალგაზრდებს აღენიშნებათ ჰიპოთერმია, მაგრამ მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც “გურიის მოამბემ” გაარკვია, სამი გადარჩენილი ახალგაზრდა, სოფელ ბოხვაურის მაცხოვრებლები არიან, სამივე მათგანი 20 წლისაა. გოგა კალანდარიშვილი, საბა ახვლედიანი და ნიკა ცისკაძე.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილით ახალგაზრდა მამაკაცმა სამაშველო სამსახურში დარეკა, ის  შველას ითხოვდა. ოთხი ბოხვაურელი ახალგაზრდა გუშინ გომისმთაზე სანადიროდ წავიდნენ, მაგრამ ქარბუქში მოხვდნენ. წინასწარი ინფორმაციით დაღუპულია 24 წლის ახალგაზრდა მამაკაცი. ორის მდგომარეობა კი მძიმეა.
ავტორი: ნინე ულუმბელაშვილი.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share