გომისმთაზე დაღუპული ახალგაზრდა ამ დილით იპოვეს

როგორც “გურიის მოამბისთვის” ხდება ცნობილი, გომისმთაზე დილის 8 საათიდან სამძებრო-სამაშველო სამუშაოები განახლდა.მაშველებმა გარდაცვლილი ახალგაზრდა იპოვეს და ამ წუთებში სავარაუდოდ ვერტმფრენით გადაჰყავთ.

ეს ინფორმაცია,ოჯახის ახლობელმა მოგვაწოდა.

გუშინ გომისმთაზე ჩატარებული სამაშველო -სამძებრო სამუშაოების შედეგად სამი ახალგაზრდა ცოცხლები იპოვეს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ დილით ახალგაზრდა მამაკაცმა სამაშველო სამსახურში დარეკა, ის  შველას ითხოვდა. ოთხი ბოხვაურელი ახალგაზრდა გუშინ გომისმთაზე სანადიროდ წავიდნენ, მაგრამ ქარბუქში მოხვდნენ. დაღუპულია 24 წლის ახალგაზრდა მამაკაცი. სამი კი მაშველებმა ცოცხლები იპოვეს.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share