ტროლ-ბოტების ახალი საწარმო POST TV-ის ბაზაზე მდებარეობს-შაბათის ფორმულა

შაბათის ფორმულას მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ტროლ-ბოტების ახალი საწარმო POST TV-ის ბაზაზე მდებარეობს. შაბათის ფორმულას ცნობით, ტროლების ქარხნის ამუშავებაში დიდი როლი ლაშა ნაცვლიშვილსაც უნდა შეეტანა, თუმცა როგორც გაირკვა, ის ქართული ოცნების შემდეგ, POST TV-დანაც გაუშვეს. ასევე გავრცელებული ინფორმაციით, ფინანსური პოლიციის საგამოძიებო სამსახური სწავლობს პოსტივიში გაფლანგული თანხების ამბავს. შალვა რამიშვილი, ამბობს რომ ტელევიზიაში ფინანსური პოლიცია არ შესულა, მაგრამ ნაცვლიშვილზე არაფერს გვეუბნება. ტელევიზიაში გამოძიების მიზნით შესვლას უარყოფს საგამოძიებო უწყებაც.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share