შსს-ს განცხადება ნამახვანჰესის აქციაზე: “საპოლიციო ძალების მობილიზება მიმდინარეობს”

შინაგან საქმეთა სამინისტრო ნამახვანჰესის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის პარალელურად განცხადებას ავრცელებს. მათი თქმით, ადგილზე წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, საპოლიციო ძალების მობილიზება მიმდინარეობს.

“საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ადგილზე მიმდინარეობს საპოლიციო ძალების მობილიზება. მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს”, – წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, პროტესტის 141-ე დღეს, ქუთაისში ნამოხვანჰესის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია უკვე დაიწყო. მას მხარს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები თუ პოლიტიკოსებიც უჭერენ. რიონის ხეობის მცველების მოთხოვნებს ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას გადადგომაც დაემატა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share