ქუთაისში, მიმდინარე  საპროტესტო აქციას გურიიდან 1000-ზე მეტი ადამიანი ესწრება

ქუთაისში, რიონის ხეობაში გიგანტური ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე  საპროტესტო აქციას გურულებიც შეუერთდნენ.
გურიიდან საპროტესტო აქციაზე, 1000-ზე მეტი ადამიანი იმყოფება.
ეს ინფორმაცია”გურიის მოამბეს” ბუნებისდამცველმა, არასამთავრობო ორგანიზაცია “ეკო”- ს ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ირმა გორდელაძემ მიაწოდა.
გურულები, სრულად იზიარებენ აქციის ორგანიზატორების მოთხოვნებს და მათთან ერთად, აპირებენ ბრძოლას, საბოლოო გამარჯვებამდე.
რიონის ხეობის “მცეველები” მოთოხვნას, რომ გაქუმდეს ჰესის მშენებლობის პროექტი და გავიდეს კომპანია “ენკა” ტერიტორიიდან, კიდევ ერთი მოთხოვნა დაემატა. ისინი ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვენ.
ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ,სადაც აქცია მიმდინარეობს, დილიდან დიდი როდენობით პოლიციელების მობილიზება შეინიშნება.
შეგახსენებთ, რიონის ხეობაში ჰესის წინააღმდეგ პროტესტი ოთხ თვეზე მეტია გრძელდება. ხელისუფლებამ ჰესის მოწინააღმდეგეებთან შეხვედრის საჭიროება მხოლოდ მას შემდეგ დაინახა, რაც 28 თებერვალს ქუთაისში ფართომასშტაბიანი აქცია გაიმართა, სადაც ხეობის მცველებმა მთავრობას ორკვირიანი ულტიმატუმი წაუყენეს. იმ შემთხვევაში თუ ნამახვანჰესის მშენებლობა არ შეჩერდება, აქტივისტები ქუთაისის პიკეტირებით იმუქრებიან.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share