სპეცოპერაცია ზუგდიდში – საქართველოს ბანკის შენობიდან ყველლა მძევალი გატავისუფლებულია. ერთ-ერთი მძევალი, ირაკლი კვარაცხელია, რომელიც დღეს ძალიან ბევრჯერ გახდა სხვადასხვა ფბ გვერდის თავდასხმის მსხვერპლი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ პოლიციამ ტერორისტს უსაფრთხო დერეფანი მისცა.
“სამი კაცის გარდა ყველანი გამოგვიშვეს. პოლიციის წარმომადგენელმა ფული მოიტანა და მძარცველტან ერთად დატოვებენ შენობას რამდენიმე წუთში. უღრმესი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. ახლა დაკითხვაზე გადამიყვანენ და ტქვენს მესიჯებს მერე გავეცნობი. მიყვარხართ ყველანი” – წერს კვარაცხელია.
ცნობისთვის, თავდაპირველად თავდამსხმელთან დაკავშირებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის პოლიციამ დააკავა.