“მინდა მოვუწოდო ჩემს კოლეგებს და მოსახლეობას, ნუ ავყვებით რაღაც სხვადასხვა ინფორმაციებს, უნდა ავიცრათ”, – ამის შესახებ კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარების შემდეგ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა.
ენდელაძის თქმით, ვაქცინა მავნე არაა და მსუბუქი გვერდითი მოვლენები აქვს.
„გილოცავთ, რომ ვაქცინაცია დაიწყო. ოდნავ დაგვიანებით, მაგრამ ვაქცინა შემოვიდა და იმედია მასიურად შემოვა და მოსახლეობის 60% წლის ბოლოსთვის აცრილი იქნება. მინდა მოვუწოდო ჩემს კოლეგებს და მოსახლეობას, ნუ ავყვებით რაღაც სხვადასხვა ინფორმაციებს, უნდა ავიცრათ. მსუბუქი გვერდითი მოვლენები აქვს, მიწის თხილი რომ მიირთვათ, შეიძლება უფრო მეტი ალერგია მოგცეთ, ვიდრე ვაქცინამ. ვაქცინა არაა მავნე და არის აუცილებელი. ესაა ეპიდემიის დასასრულის დასაწყისი.”, – განაცხადა მარინა ენდელაძემ კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარების შემდეგ.