კახიძე: ევროსაბჭო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანაზე პასუხისმგებელი პირების დასჯას ითხოვს

ოთარ კახიძის თქმით, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი ითხოვს იმ ადამიანების გამოვლენას და დასჯას, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანაში.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ამ საქმეზე 2017 წლის 28 ნოემბერს ევროკონვენციის მე-18 (უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები) მუხლის დარღვევა დაადგინა.

ოთარ კახიძე წერს, რომ:

“ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მიიღო რეზოლუცია საქმეზე Merabishvili v. Georgia – ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილების შესახებ.

საქმე ეხება ევროკონვენციის 5§3 მუხლის დარღვევას, რადგან ყოფილ პრემიერ მინისტრს წინასწარი პატიმრობა სასამართლომ დაუსაბუთებლად გაუგრძელა;

აგრეთვე ევროკონვენციის მე-18 და 5§1 მუხლების დარღვევას, რადგან მაშინდელმა მთავარმა პროკურორმა [ოთარ ფარცხალაძემ] უკანონოდ გამოიყენა წინასწარი პატიმრობის გახანგრძლივებული პერიოდი. კერძოდ, მან განახორციელა ზეწოლა პატიმრის მიმართ, რაც მიზნად ისახავდა საქმესთან დაუკავშირებელი ინფორმაციის მიღებას.

მინისტრთა კომიტეტი მოითხოვს ევროკონვენციის მე-18 მუხლის დარღვევისთვის პასუხისმგებელი პირების გამოვლენას და სისხლისსამართლებრივი წესით დასჯას.

კომიტეტმა გამოხატა სერიოზული შეშფოთება, რომ გამოძიება არ მიმდინარეობს სრულფასოვნად, საფუძვლიანად და დროულად.

კვლავ არსებობს კითხვები გამოძიების დამოუკიდებლობასთან მიმართებით, რადგან პროკურატურის იგივე ხელმძღვანელობა ზედამხედველობდა წინა გამოძიებას 2016-17 წლებში.

კონკრეტულ საქმეზე გამოძიების და პასუხისმგებელი პირების დასჯის გარდა, მინისტრთა კომიტეტი მოითხოვს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას პროკურატურის რეფორმირების კუთხითაც, რათა გაუმჯობესდეს უწყების დამოუკიდებლობა, ეფექტურობა და ანგარიშვალდებულება.

აღნიშნული მოთხოვნების შესრულების თაობაზე კომიტეტი შესაბამის ანგარიშს მთავრობისგან მიმდინარე წლის სექტემბრამდე ჩაიბარებს”. – აცხადებს კახიძე, რომელიც ევროპულ სასამართლოში ვანო მერაბიშვილის ინტერესებს იცავდა.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2017 წლის გადაწყვეტილებით, ასევე დადგინდა, რომ უკანონო იყო მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობაც, სულ მცირე 2013 წლის 25 სექტემბრიდან, რადგან არ არსებობდა მისი პატიმრობაში დატოვების საფუძველი.

ვანო მერაბიშვილმა პატიმრობის დროს, სასამართლო პროცესზე თქვა, რომ 2013 წლის 14 დეკემბერს ის ე.წ. მატროსოვის ციხიდან, შუაღამისას, ბადრაგებმა ჩუმად გაიყვანეს და სასჯელაღსრულების დეპარტამენტში ან პროკურატურაში მიიყვანეს, სადაც მას ოთარ ფარცხალაძე და დიმიტრი დარბაისელი დახვდნენ.

მერაბიშვილმა თქვა, რომ მათ სააკაშვილის წინააღმდეგ მტკიცებულებების მიწოდება შესთავაზეს, სანაცვლოდ კი ციხიდან მალე გათავისუფლებას დაჰპირდნენ.

მერაბიშვილის თქმით, მათ მოითხოვეს ზურაბ ჟვანიას საქმის მასალებიც.

https://formulanews.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 92
    "ღია წერილი ჩემს საყვარელ საქართველოს"!“ღია წელირი ჩემს საყვარელ საქართველოს! მეგობრებო! ძვირფასო ჟურნალისტებო! მაპატიეთ რომ ვერ გპასუხობთ ზარებზე და მესიჯებზე! ისეთ ადგილას ვიმყოფები სადაც არც ინტერნეტი და არც ტელეფონი ყოველთვის არ იჭერს! ამასთან ერთად ვთვლი რომ ჩემი აზრი გამოვთქვი და დასამატებელი არაფერი მაქვს,პირდაპირ ეთერში იგივე სიტყვების გამეორების აზრს უბრალოდ ვერ ვხედავ,მაპატიეთ! უსამართლობასთან,დიქტატურასთან და კორუფციასთან ბრძოლა…
    Tags: და, არ, რომ, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 92
    "როდესაც საქმეს თავდადებით აკეთებ, მაშინ მოდიხარ მანკიერ სისტემასთან წინააღმდეგობაში""პოლიტიკა ბინძური საქმეა!.. სახელმწიფო მანქანას კი ვერ მოერევი. ამიტომ, იყავი შენთვის, აკეთე შენი საქმე კეთილსინდისიერად, პროფესიონალურად და პოლიტიკა და სიბინძურე შენ არ შეგეხება.." - ბევრჯერ მსმენია ასეთი რჩევა, თუმცა ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ეს მცდარი და მეტიც, ცუდი რჩევაა. სინამდვილეში პირიქითაა: როდესაც საქმეს თავდადებით, ენთუზიაზმით და პროფესიონალურად აკეთებ, სწორედ მაშინ მოდიხარ…
    Tags: და, არ, რომ, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 92
    "ძვირფასო კენტ,დაუყოვნებლივ და გადაუდებლადაა საჭირო უმკაცრესი ფინანსური სანქციები ივანიშვილისა და მისი გარემოცვის მიმართ""ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწეს, ბატონ ჯორჯ კენტს ძვირფასო კენტ, თქვენ მიერ სენატში საქართველოს საკითხებისადმი მიძღვნილ სხდომაზე საქართველოს რუსი დიქტატორ-ოლიგარქის, პუტინის გარემოცვის წევრ მილიარდერ ბიძინა ივანიშვილისა და მისი მმართველი პარტიის გათეთრების მცდელობამ საქართველოში გამოიწვია შოკი. თქვენ საჩუქარი გაუკეთეთ ივანიშვილს, როდესაც გამოაცხადეთ ის პროდასავლური კურსის მიმდევრად, საქართველოში პუტინის სცენარით…
    Tags: და, რომ, არ, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 92
    "ამ ურთულეს კრიზისს ვერაფერი უშველის, სამართლიანი არჩევნების გარდა"ზუსტად 30 წლის წინ საქართველოში საყოველთაო რეფერენდუმი ჩატარდა, რომელშიც საქართველოს მოქალაქეების 90-მა პროცენტმა, მათ შორის აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მოსახლეობამ მიიღო მონაწილეობა. თითქმის 99%-მა პროცენტმა ხმა საქართველოს დამოუკიდებლობას მისცა, რის საფუძველზეც მოგვიანებით საბჭოთა საქართველოს არსებობა ოფიციალურად დასრულდა და საქართველოს  დამოუკიდებლობა აღდგა. ეს ყველაფერი თითქოს ერთ დღეში მოხდა, თუმცა რეალურად 3 ათწლეულის…
    Tags: და, რომ, არ, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა