ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოს პრეზიდენტს კიდევ ერთხელ ხვდება.
როგორც „ინტერპრესნიუსის“ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს, შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ კრისტიან დანიელსონი, რომელიც დღეს ბრიუსელში უნდა დაბრუნებულიყო, საქართველოში დარჩა და ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის მიზნით, პოლიტიკურ აქტორებთან შეხვედრებს აგრძელებს.
შეგახსენებთ იმასაც, რომ დანიელსონი საქართველოს პრეზიდენტს, თბილისში ჩამოსვლის პირველ დღეს უკვე შეხვდა.