“მოკლედ, სიტყვა “მოძალადეზე” მოსრიალდა მთელი ერი და იურისტობა”-ამის შესახებ, უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“მოკლედ, სიტყვა “მოძალადეზე” მოსრიალდა მთელი ერი და იურისტობა
ამიტომ მცირე განმარტება: ძალადობა საკმაოდ ფართო ცნებაა და მარტო სისხლის სამართლის დანაშაული არ არის ის. ასე მაგალითად, კაცი რომ ქალს ავტობუსში სექსუალურად შეავიწროებს, მოძალადეა თუ არა ის? კი. მაგრამ სექსუალური შევიწროება რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა? უპს…
მეორე მაგალითი, ქმარი რომ ცოლს ხელფასს ართმევს და თავად წყვეტს რაში და როგორ დაიხარჯოს, ანუ ეკონომიკურ ძალადობას ჩადის, ეგ ძალადობა ხოა? ჩვენი კანონით ძალადობაა ეს და ეგ კაციც მოძალადეა ჩვენივე კანონით, მაგრამ სისხლით სამართლით ისჯება ეგა? არა.
მოკლედ, ყველა ტიპის ძალადობას სისხლის სამართლის კოდექსი არ არეგულირებს. ადმინისტრაციულ სასამართლოსაც კარგად შეუძლია ძალადობაზე მსჯელობა და მსჯელობს კიდეც, მათ შორის, ზემოთ მოყვანილ ორ მაგალითშიც და ოჯახში ძალადობა სულაც არ არის გამონაკლისი.
ეს არა მხოლოდ ჩვენი კანონებითაა ასე, არამედ სტამბულის კონვენციაც ასე განმარტავს, ის ამბობს რომ ძალადობის რიგ შემთხვევებში შესაძლოა გამოყებებული იქნას არასისხლისსამართლებრივი სანქციებიც, მაგალითად ისეთ სერიოზულ ძალადობაზეც კი, როგორიცაა ფსიქოლოგიურ ძალადობა ან ადევნება”.-წერს პატარაია.