“გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილზე არ ფიქრობენ, რომელსაც მისი ოჯახი ვეღარასდროს დაიბრუნებს. მას სიცოცხლე მსჯავრდებულებმა მოუსპეს და ისევ მათი ოჯახის წევრები ქუჩაში გამოდიან და ისინი პრეტენზიას გამოთქვამენ, რომ თურმე, უპატრონოდ დარჩნენ” – ამის შესახებ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა განაცხადა.
აღნიშნულით ის მსჯავრდებულების ოჯახის წევრების პროტესტს გამოეხმაურა. როგორც ყაზარაშვილი განმარტავს, სასამართლო არავის გავლენის ქვეშ არ მოქცეულა და მან სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო.