“ყოველთვის, ყველა ცივილიზებული პარტნიორი მოუწოდებს ორივე მხარეს, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ ხელისუფლებას აქვს მთავარი პასუხისმგებლობა.
ოპოზიციას თავისი პასუხისმგებლობა გაცნობიერებული აქვს, ამ არალეგიტიმურ პარლამენტშიც მზად ვართ ოპოზიცია, რომ შევიდეთ ოღონდ მხოლოდ იმისთვის, რომ ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს, მომზადდეს, პოლიტპატიმრები იქნენ თავისუფალი. კომპრომისი ვერ იქნება იმ საკითხზე, რომელიც მიგვაჩნია საკვანძოდ ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად.
ვადამდელი, ნორმალური არჩევნების გარეშე, იქამდე პოლიტპატიმრების გათავისუფლების, სისტემის და ადმინისტრაციის ცვლილების გარეშე, ეს ქვეყანა კრიზისიდან ვერ გამოვა”,-თქვა გიგა ბოკერიამ.