საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯარმაიძე აცხადებს, რომ ვაქცინაციის პროპაგანდასთან დაკავშირებით ეკლესია პასუხისმგებლობას ვერ აიღებს.
დეკანოზი სინოდის განჩინებაზე მიუთითებს, რომელშიც სასულიერო პირები მიესალმებიან, რომ ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და არა სავალდებულო.
“ეკლესია პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდასთან მიმართებაში, რადგან ეს ჯანდაცვის მუშაკთა კომპეტენცია და პასუხისმგებლობაა”, — აღნიშნავს ჯაღმაიძე.
გუშინ, 16 მარტს ონლაინპრესკონფერენციის დროს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ეკლესიას სთხოვა, რომ ვაქცინაციის პროცესში გვერდში დაუდგნენ. მისივე შეფასებით, ხშირად მოქალაქეებს ექიმებზე მეტად სასულიერო პირების სჯერათ.