“ყოველთვის, როდესაც ნაციონალური მოძრაობა მძიმე მდგომარეობაში ვარდება, ხან საკუთარ ოფისებს წვავენ, ხან საკუთარ პლაკატებს ებრძვიან”.- ასე ეხმაურება ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ენმ-ს ოფისზე შესაძელო თავდასხმას. პარტიის მთავარ ოფისს, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. დაზიანებულია ნიკა მელიას ბანერი. კობახიძე ამბობს, რომ მომხდარტან დაკავშირებით “რაღაც” ინფორმაცია აქვს, თუმცა, “ყველაფერი შესაბამისმა უწყებებმა უნდა განაცხადონ”. კობახიძე დარწმუნებულია რომ გამოძიებას შედეგი ექნება. ჟურნალისტის კითხვაზე, თავად ენმ-მა ესროლა თუ არა პლაკატს, კობახიძე პასუხობს რომ “რატომაც არა?” “სხვა ლოგიკა სად არის? რომელ სულელს უნდა მოუვიდეს თავში, რომ ოპონენტმა ესროლოს ნაცმოძრაობის პლაკატს. სწორედ იმისთვის, რომ დღეს კითხვები ისმება იმასთან დაკავშირებით, რომ ნაცმოძრაობის პლაკატი “დაჭრეს” და ნაცმოძრაობას ებრძვის ქართული ოცნება, სისულელეა”.- ამბობს კობახიძე.