გოგი წულაიას ბრალი დაუმძიმდა

გოგი წულაიას ბრალი დაუმძიმდა. მისი ადვოკატის, ვალერი გელბახიანის ინფორმაციით, 116-ე მუხლი, 138-ე მუხლად გადაკვალიფიცირდა, რაც ნიშნავს სექსუალური ძალადობის მსგავს ქმედებას, რომელიც 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მისივე განცხადებით, წულაია წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.

ცნობისთვის, სამართალდამცავებმა გოგი წულაია გუშინ დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, წულაიამ ნაქირავებ ბინაში ნაცნობ ქალზე ფიზიკურად იძალადა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share