რეგიონებში ჩასვლა, აქციები, 15 მაისს პროტესტი რუსთაველზე – ოპოზიციის გეგმა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც “ქართულმა ოცნებამ” მოლაპარაკებები ჩაშალა ოპოზიცია უწყვეტ რეჟიმზე გადადის და აქციებს იწყებს. მისი თქმით, მთავარი აქცია რუსთაველზე 15 მაისს გაიმართება.

“ჩვენ ვაცხადებთ, რომ ჩვენს უკან საქართველოა, ჩვენს უკან არის საქართველოს ევროპული მომავალი, რომლისთვისაც იბრძოდნენ ჩვენი თანამოქალაქეები საუკუნეების განმავლობაში, ჩვენს უკან არის სახელმწიფოს იდეა. […]  ამიტომ დღიდან, ამ წუთიდან, ოპოზიცია გადადის მუშაობის საგანგებო რეჟიმზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ჩავალთ ყველა ქალაქში, ყველა სოფელში, შევალთ ყველა ოჯახში და კიდევ ერთხელ დავარწმუნებთ ჩვენ მოსახლეობას, რომ ამ ბრძოლას აქვს აზრი, რადგან ჩვენს უკან არის სიმართლე, ამ პერიოდის განმავლობაში გაიმართება არაერთი აქცია როგორც თბილისში, ისე რეგიონები, თუმცა ბოლოს ჩვენ შევიკრიბებით აქ, რუსთაველის გამზირზე, ეს იქნება 15 მაისს”, – თქვაზაალ უდუმაშვილმა.

მისი განცხადებით, ოპოზიცია გადადის პროტესტის უწყევტ რეჟიმზე, რაც იქნება ხისტი, როემლიც საბოლოოდ მათ გამარჯვებამდე მიიყვანს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share