“მოძალადე ბებიას” სასამართლომ 4 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა. მოსწავლეების მუხლებზე დაჩოქებისა და თანაკლასელისთვის ბოდიშის იძულებით მოხდის საქმეზე გადაწყვეტილება სასამართლომ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
სხდომის დაწყებამდე პროკურორმა პროცესის დახურვის შუამდგომლობა დააყენა, რაც მოსამართლემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
გამოძიება სსკ-ის 150-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტითაა დაწყებული. ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 18 თვემდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.