სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გურიის რეგიონში 5 ვეტ-აფთიაქი დააჯარიმა. ოთხი ოზურგეთში და ერთი ლანჩხუთში.
სააგენტოს ცნობით, გამოვლინდა სხვადასხვა დარღვევა, მათ შორის, ვადაგასული პრეპარატების რეალიზაცია, ცხოველის საკვების განთავსების, შენახვისა და რეალიზაციის მოთხოვნებთან შეუსაბამობა, ასევე, რეგისტრაციის არქონა.
ვადაგასული ან გამოსაყენებლად უვარგისი პრეპარატების ბაზარზე განთავსების გამო, ოზურგეთში, გურიის, აღმაშენებლის და ერისთავის ქუჩაზე მდებარე ვეტ-აფთიაქები 1000-1000 ლარით დააჯარიმეს. ერთი კი 200 ლარით. ასევე 1 000 ლარით დაჯარიმდა ლანჩხუთში, ჟორდანიას ქუჩაზე მდებარე ვეტ-აფთიაქი.
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ვასილ ბასილაძის განმარტებით, მიმდინარე წელს ქვეყნის მასშტაბით არსებული ყველა ვეტერინარული აფთიაქის შემოწმებაა დაგეგმილი.