გურიაში რა გინდოდა თუ სიკტილი არ გინდოდა ტყუილად არაა ნათქვამი.
1819-20 წლებში იმერეთ-გურიის საეკლესიო აჯანყეყებისას , ერთ-ერთი რუსი სარდალი რომელსაც აჯანყება უნდა ჩაეხშო პოლკოვნიკი პუზილევსკი , გურიის სოფელ შემოქმედში გურულებს გადაეყარა და მათ შეურაწყოფა მიაყენა ერთ გურულს მათრახი უთავაზა. იქ მყოფმა გურულმა იოთამ ბოლქვაძემ ეს პუზილესკის არ მოუთმინა ბოლქვაძეს ბევრი არ უფიქრია და პოლკოვნიკი ერთი გასროლით იქვე გააგორა , პუზირევსკის ერთი მხლებელი კი ხმლით შუაზე გააპო , დანარჩენი რუსები შეიპყრეს და თან წაიყვანეს.
1854 წელს ყირიმის ომის მსვლელობისას გურიაში ოსმალო სარდლოს სელიმ ფაშას ჯარი შემოიჭრა, ჯარს ხელმძღვანელობდა რეგატი ჰასან-ბეგ-თავდგირიძე , გურულებმა თავდგირიძის ჯარი ნიგოეთთან დაამარცხეს ხოლო გურულმა აზნაურმა ერასტი ჭყონიამ ჰასან-ფაშას თავი მოჭრა .
1906 წელს გურია სასტიკად ააოხრეს მაქსუდ ალიხანოვ ავარსკის ჯარებმა , ამ ჯარს სათავეში პოლკოვნიკი სერგეი კრილოვი ედგა , გურულებმა მათაც გასცეს საკადრისი პასუხი .
გურიის აოხრების შემდეგ გურულებმა სეგეი კრილოვი ბაქოში ააფეთქეს და საიქიოში გაუშვეს მკველელებს შორის იყო ერთ-ერთი ცნობილი ფირალი მელქისედეკ გუნთაიშვილი.
მაკსუდ ალიხანოვ-ავარსკიმაც ცუდად დაამთავრა წუთისოფელი ის ქართველმა ტერორისტებმა , ( მკვლელობის ორგანიზატორი იყო გურული ვანო ალიხანაშვილი) მოკლეს ალექსანდროპოლში (ახლა გიუმრი) 1907 წლის 7 ივლისს ის ღამის ორ საათზე ოფიცერთა კრებიდან მოდიოდა როცა ქართველებმა ორი ბომბი ესროლეს , გენერალი და მისი თანმხლები გენერალ გლებოვის ცოლი და მეეტლე დაიღუპნენ , ალიხანოვ ავარსკის ვაჟი მძიმედ დაიჭრა .
საქართველოს გასაბჭოების მერე გურიაში ჩამევიდა ბოლშევიკი საშა ობოლაძე მისი მიზანი გურიის გაწითლება იყო რის შემდეგაც მას კაი წითელ მედალს მისცემნდენ . 1923 წელს მან ქაქუთში რამოდენიმე ოჯახი ააოხრა როცა უკან ბრუნდებოდა , სოფელ ლიოხაურის ერთ-ერთ უბანში კვჭალათში ფირალი გოგია ღლონტი ჩაუსაფრდა თავისი რაზმით, საშა ობოლაძე მოკლეს ადგილზე .
ატყდა სროლა კვაჭალათზე
ჩააძაღლეს ობოლაძე
გურიაში რა გინდოდა
თუ სიკტილი არ გინდოდა.
0.005% გურული თუ ხარ აი კი უნდა გააზიარო.
წყაროები: საქართველოს ისტორიის ნარკვევები V ტ. მანანა ხომერიკი, იმერეთის სამეფოს გაუქმება და 1819-1820 წლის აჯანყება. ირაკლი მახარაძე, გურიის რესპუბლიკა.
ფოტო შაშა ობოლაძის დაკრძალვა